ძლიერი წვიმის შედეგად მარნეულში ქუჩები და სახლები დაიტბორა. სტიქიის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი კი წერს, რომ სტიქიის გამო ადგილობრივებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ჯეიჰუნი ფოტოებსაც გვიზიარებს:
სტიქია მარნეულში. ელექტროენერგია კი საერთოდ არ არის. არის ადგილები სადაც ხალხი სახლშია და შველას ითხოვენ, ელემენტარული პურიც არ აქვთ რადგან ვერ გამოდიან სახლიდან. რეგიონის ერთ-ერთი სერიოზული ბაზარი მთლიანად წყლის ქვეშ არის”, – წერს ის