გასული საუკუნის 2-იანი წლებიდან კარაქის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნული პროდუქტი გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამომწვევად მიიჩნიეს.
არადა, კარაქი უძველესი დროიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროდუქტია ტიბეტის მაცხოვრებლებს შორის. მისი გამოყებების ყველაზე პოპულარული მეთოდია პროდუქტი, სახელწოდებით “tsocha”. მის შემადგენლობაში შედის იაკის რძისგან დამზადებული კარაქი, მწვანე ჩაი და მარილი. ამ სასმელს ტიბეტელები დღეში რამდენჯერმე სვამენ. რამდენადაც, ამ რეგიონის მაცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიოანობა მსოფლიოშია ცნობილი, კარაქის მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება მინიმუმ ეჭვქვეშ მაინც უნდა დადგეს.
სინამდვილეში კარაქი ძალიან სასარგებლო და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტია.
1. იგი არის ვიტამინ А-ს ყველაზე ადვილად შთანთქმადი წყარო. ეს ვიტამინი ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
2. კარაქის ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების – А, Е, Д, К-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ბოსტნეული უფრო სასარგებლოა (და გემრიელიც!) თუ მათ კარაქთან ერთად მივირთმევთ.
3. კარაქის გამოყენება არ იწვევს ჭარბწონიანობას. მისი ცხიმოვანი მჟავების შემადგენელი ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ისინი გამოიყენება მხოლოდ ენერგიით უზრუნველყოფაზე, და არა ცხიმწარმოქმნაზე. კარაქის მიღების შემდეგ წარმოიქმნება დანაყრების შეგრძნება. აქედან გამომდინარე, მცირდება შიმშილის გრძნობა და, შესაბამისად, ზემეტი საკვების მიღება აღარ გვინდება.
4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რის გამოც აღნიშნული პროდუქტი კიბოსა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.
5. არაპასტერიზებული ნაღების კარაქი შეიცავს ე.წ. შებოჭილობის საწინააღმდეგო ფაქტორს (Wulzen factor). ამ უკანასკნელს გააჩნია სამკურნალო მოქმედება ართრიტების, კატარაქტისა და არტერიის შემცირებული ელასტიურობის დროს.
6. კარაქი იოდის კარგი წყაროა. ამასთან, იოდი კარაქში არსებობს ყველაზე ადვილად შეთვისებადი ფორმით. სწორედ ის ფაქტი, რომ კარაქის პოპულარობა შემცირდა მარგარინის სასარგებლოდ, გახდა გასული საუკუნის დასაწყისში ჩიყვის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
7. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას. ამცირებს დიარეისა და შებერილობის სიხშირეს.
8. ვიტამინ К2-ის მაღალი შემცველობა ხელს უშლის კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.
9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები აგრილებს ქრონიკულ ანთებას და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის მეშვეობით ტოქსინების მოხვედრას.
10. კარაქის საიდუმლო ინგრედიენტი – ეს არის ნივთიერება, სახელწოდებით ბიტურატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს, ამაღლებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ საკმაოდ შთამბეჭდავი 300%-ით. კარაქის მოხმარება ამცირებს ინფარქტის შემთხვევებსაც.
ცხადია, მომხმარებლის თვალში კარაქის რეპუტაციის შელახვა ხელსაყრელია იაფი მცენარეული ცხიმებისა და ტრანსცხიმების მწარმოებელთათვის, რომელთა მთავარი მიზანი საკუთარი პროდუქტის გაყიდვების გაზრდაა.