ალჟირში 1998 წელს გაუჩინარებული 45 წლის მამაკაცი იპოვეს. დაკარგულის ოჯახი ფიქრობდა, რომ ის სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა. სინამდვილეში, ის გაიტაცა მეზობელმა, რომელიც იქვე, 200 მეტრში ცხოვრობდა და გატაცებული სარდაფში 26 წელი ჰყავდა გამოკეტილი.
მედიის ცნობით, 1998 წელს 17 წლის ბიჭი სკოლისკენ მიმავალ გზაზე უკვალოდ გაუჩინარდა. მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაც ეძებდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბიჭი მეზობელმა გაიტაცა და ცხვრების სადგომში გამოკეტა.
გათავისუფლებულმა კაცმა მოგვიანებით პოლიციას მოუყვა, რომ ოჯახის წევრებს ფანჯრიდან ხედავდა, თუმცა მათთვის რამე ნიშნის მიცემის ეშინოდა.
კაცი ამჟამად ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის.