უნიჭიერესი ახალგაზრდა დავკარგეთ…” – ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ქართველი მომღერალი

ქართველი მომღერალი, თამთა საგანელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი მძიმე სენი გახდა.

“ძალიან დამწყდა გული… ამდენი ბრძოლის მერე… ამდენი ტანჯვის მერე, ღმერთო, ხანდახან რა უსამართლო ხარ ჩვენთვის ადამიანებისთვის… მშვიდად განისვენე ლამაზო და ნიჭიერო გოგო… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი…”,- წერს თამთას ახლობელი.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა. მის დასახმარებლად გასულ წელს მთელი საქართველო გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *