– არასდროს მიკითხავს, სად არის შენი ყოფილი ცოლი?
– (ფიქრობს) ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა, მანქანის დაშლილ ნაწილებს ყიდის.
– ხუმრობ?
– არა. არ მაინტერესებს. ჩემი შვილისთვისაც მიკითხავს, სად არის დედაშენი-მეთქი და არ მაინტერესებსო, უპასუხია. ეს ადამიანი დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს.
– ჩხუბით დასცილდით ერთმანეთს?
– არა.
– გაშორებული ცოლ-ქმარი ხშირ შემთხვევაში ცივილიზებულად ურთიერთობს.
– არ ვიცი სად არის და არც მინდა ვიცოდე.
– ნაწყენი ხარ მასზე?
– არა.
– რა პროფესიის არის შენი ყოფილი ცოლი, ელიავაზე რატომ დგას?
– არ აქვს პროფესია.
– მას მერე არ გათხოვილა?
– ვერ გეტყვი, ეს ადამიანი სახეზეც აღარ მახსოვს, როგორია.
– ხვალ და ზეგ რომ შემთხვევით შეხვდეთ ერთმანეთს, ვერ იცნობ?
– ვერ შევხვდებით, ჩვენ სხვადასხვა გზით დავდივართ. მე ელიავაზე ვერ შევალ.
– რა გვარია შენი ყოფილი მეუღლე?
– გვარი არ აქვს მაიას.
– ეს როგორ?
– აი ასე. ჩემს გვარზე იყო და დღემდე ჩემს გვარზეა. არ ჰქონია გვარი.
– ასეთი უგვარო, გაუნათლებელი, როგორც შენ ამბობ, ქალი რატომ მოიყვანე ცოლად?
– შემეცოდა… განათლება როგორ არ აქვს, ფრანგული ენის სპეციალისტია. უბრალოდ, დღეს ასეთი მძიმე პერიოდი უდგას, ელიავაზე ”დაშლილებში” მუშაობს (იცინის).
– რა გაცინებს? შენი ყოფილი მეუღლე, შენი შვილის დედა, რომელთანაც სარეცელს იყოფდი, ელიავაზე დგას, შენ რესტორნიდან რესტორანში მღერი და 10 კილო ოქრო გიკეთია…
– ჩვენ შორის ყველაფერი 20 წლის წინ დამთავრდა. სწორედ რომ ცინიზმის ღირსია ჩემგან. ყველაფრის თქმა არ მინდა.
– ვიცი, რომ ფიზიკურადაც უსწორდებოდი მაიას.
– კი, ვცემდი. ღირსი იყო და ვცემდი.
– რა დააშავა ასეთი?
– რომ დაიბადა, ის.
– რაც უნდა დააშავოს, ქალზე ხელის აწევა მამაკაცური საქციელია?
– იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, როგორი საქციელი იყო ეს ჩემი მხრიდან. ღირსი იყო და ვცემდი, სულ ვცემდი, ფეხმძიმეც მიცემია.
– ეს შენმა შვილმა იცის?
– იცის. მიზეზიც არ უკითხავს. მან ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის. ამ თემაზე ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ.
– ორი და გყავს. რომ გაიგო, რომელიმეზე ქმარმა ხელი ასწია, რას იზამ?
– ჯერ გათხოვილი არც ერთი არაა, მშვიდად ვარ (იცინის), და თუ აწევენ ხელს, არავის შევარჩენ!
– შენ არავის უცემიხარ?
– რა?!
– მაიას ძმას, მამას…
– ძმა და მამა რომ ჰყოლოდა, დაუმატებდნენ კიდევ. სამაგიეროდ, დედა სცემდა. მე მართალი ვიყავი მაიასთან და ეს იცოდა ჩემმა სიდედრმა, მაგარი სიდედრი მყავდა. ძალიან ვუყვარდი.
– პოპულარობის ზენიტში რომ იყავი, მაშინ ცოლი ჯერ კიდევ გყავდა?
– მყავდა, ჩემი კონცერტის პარალელურად ატარებდა კონცერტს ფილარმონიის დარბაზში. გოგონებს სცემდა, ნუ კოცნით ჩემს ქმარსო. აღარ გახსოვთ? მაია ცნობადი სახეა, დაივიწყეთ უბრალოდ ჟურნალისტებმა. გაიხსენეთ.
– სიამოვნებით დავუსვამდი რამდენიმე შეკითხვას შენზე, რომ მაპოვნინა.
– ახლა ზაფხულია, ხალხი გასულია ქალაქიდან, არ ეყიდება ”ტავარი” . შემოდგომაზე მანქანების ჩამოსვლა დაიწყება, ხასიათზე მოვა და მერე მიაკითხე.
– ალბათ უყვარდი და ამიტომ ეჭვიანობდა, ამის გამო ამწარებდი?
– მე მის ადგილზე არ ვიეჭვიანებდი. უნდა გიყვარდეს ადამიანი. ძალიან უხერხულია, ტელევიზია რომ გიღებს და ამ დროს შენი ცოლი ისტერიკაშია, ვიღაცებს ურტყამს, დაცვას სთხოვ მიხედონ. მე მესმოდა ეს, 20 წლის ბიჭს და იმას არ ესმოდა, ჩემზე 6 წლით დიდი იყო. იმის მაგივრად, რომ გვერდში დამდგომოდა, ამხელა კონცერტების მერე ისტერიკებს მიწყობდა და ნერვებს მაგლეჯდა. არ იცი, როგორი დაკავებული ვიყავი. ინტერვიუს რომ ვაძლევდი, დამხმარეები ფეხზე მხდიდნენ და სხვა ფეხსაცმელს მაცმევდნენ, ისეთი დასიებული მქონდა ფეხები. ასეთ ქმარს რომ გაფრთხილება უნდა, ამას რომ ვერ ტვინავ, შენ რა ქალი ხარ? სახლში, ფაქტობრივად, არ ვცხოვრობდი, სასტუმროებსა და დაქირავებულ ბინებს ვიცვლიდი, ვიმალებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვუყვარდი და თან ჯაბა მფარველობდა.
– ჯაბა?
– აბა? ჯაბა იოსელიანი. აბა, მე რატომ ვგრიმიტობდი? ჯაბას ”ლიუბიმჩიკი” ვიყავი. მოკლედ ბევრი მაქვს სათქმელი ყოფილ ცოლზე… დღეს შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ დრო დადგება და ყველაფერს ვიტყვი, მერე განმსაჯეთ.
წყარო: mix.metronome.ge