კახეთი დაისეტყვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ძლერი სეტყვა კახეთში, ჩაილური და მანავი გაანადგურა, შარშან ზუსტად 16 აპრილს იგივე მოხდა…
ველოდოთ უარესსს! მეზარბაზნეები მაინც სეტყვის ღრუბლებში თვითმფრინავებს თვლიან ამ დროს” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია ოთხი სოფელი – პატარძეული, მანავი, კაკაბეთი და დიდი ჩაილური.
ძლიერი სეტყვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
„სეტყვა ძლიერი იყო მაგრამ რა ზიანი მიადგა სოფლებს, ამ წუთისთვის ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, დეტალური ინფორმაცია ხვალ გვეცოდინება”, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
სოციალური ქსელის მეორე მომხმარებელი კი ვიდეოს აქვეყნებს.