აი, რატომ უნდა მოვწმინდოთ იატაკი მარილიანი წყლით

GENIUS.GE

მთავარი რჩევები აი, რატომ უნდა მოვწმინდოთ იატაკი მარილიანი წყლით

რჩევები

აი, რატომ უნდა მოვწმინდოთ იატაკი მარილიანი წყლით

https://ad.a-ads.com/2205043?size=320×50

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში სახლის დასალაგებლად ბევრ საშუალებას იპოვნით. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი სრულიად უსაფრთხო არაა.

არსებობს ალტერნატივა, ძველებური ხალხური საშუალება, ჩვეულებრივი მარილი. ის არაჩვეულებრივი დამხმარეა სახლის მოწესრიგების საკითხებში. უხდება ლამინატს, კაფელის ფილებს, ლონოლიუმს და საღებავით შეღებილ ზედაპირებს. ფაქტობრივად უნვერსალურია. გადავხედოთ მის პლუსებს.

რითი მოვრეცხოთ სახლის იატაკი

მარილიანი ხსნარი ძალიან კარგად რეცხავს სხვადასხვა სახის დაბინძურებას და აქრობს ლაქებს. მტვერიც კი ვერ ეკრობა ზედაპირს, რომელიც მარილიანი წყლითაა დამუშავებული.

ლაქებთან ბრძოლისას მარილიანი ხსნარი ძალიან გაჯერებული უნდა იყოს. კარგია თუ მას კიდევ ცოტაოდენ სოდას დაუმატებთ, მარილის რაოდენობის ნახევარს. ის მშვენივრად ებრძვის დაბინძურებას სამზარეულოში, ნებისმიერ ზედაპირზე.

მაგრამ, გამოიჩინეთ სიფრთხილე. მარილით პროცედურების ჩატარება უნდა მოხდეს ხელთათმანებით, რათა ხელები არ გაგიღიზიანდეთ. გაექეცით მარილით მარმარილოს და გრანიტის ზედაპირების დამუშავებას. გახსენით მარილი თბილ წყალში, რათა მთლიანად გაიხსნას.

მარილი — არაჩვეულებრივი დეზინდექტორია. დაგეხმარებათ ინფექციის და მიკრობების წყაროების გაქრობაში. განსაკუთრებით შეუცვლელია ის ოჯახებისთვის, სადაც პატარა ბავშვები იზრდებიან. არ წარმოშობს ალერგიას და გვერდით ეფექტებს.

თუ სახლში ვინმეს გაციებამ შეუტია, იატაკის მარილით მოწმენდა მთელ ოჯახს დაგიცავთ. პროცესში გასუფთავდება არამხოლოდ იატაკის ზედაპირი, არამედ ოთახში ჰაერის დეზინფექცია მოხდება.

ასევე, მარილს ენერგეტიკული ღირებულება აქვს. სახლში მისი დაპნევა სამომავლო კამათზე მიუთითებს, მაგრამ მარილიანი წყლით გაწმენდა პირიქით, კეთილდღეობისკენაა მიმართული. მარილი ასუფთავებს სახლში არსებულ უარყოფით ატმოსფეროს, ადგილს უთმობს რაღაც კარგს.

სახლის დალაგებამდე გააღეთ ფანჯარა, რათა ოთახში ჰაერმა იმოძრაოს. იატაკი მთლიანად მორეცხეთ და ასე სახლიდან ნეგატივსაც გაიტანთ. შემდეგ უბრალოდ სუფთა წყლით გადაუარეთ და გარეცხეთ სამოსი, რითიც წმენდა ჩაატარეთ.

ასევე, შეგიძლიათ პატარა პაკეტებში ან ტომრებში ჩაყაროთ 3 ს.კ. მარილი და გახსნილ მდომარეობაში დადოთ ოთახის ყველა კუთხეში. სახლის მარილით გაწმენდიდან 3 დღის შემდეგ, გადაყარეთ ისინი ნაგავში. ჩაინიშნეთ ეს რეკომენდაციები, რადგანაც აუცილებლად გამოგადგებათ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *