ქუთაისში 26 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა,რას წერს შოთი სიხარულიძე.

ქუთაისში 26 წლის ნიკა თანდიაშვილი გარდაიცვალა.
“გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი💔(13 მაისს გახდებოდა 27 წლის)
საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ… მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .
გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.
როცა ჩამოვლენ ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს.
ფატი მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო💔💔😭😭😭
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას საბერძნეთში ფატი რაზმაძეს და ბებიას ისრაელში ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ…
სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. ნიკას დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…ეს ყველა დედის ტკივილია, რა მნიშვნელობა აქვს, ემიგრანტია თუ არაემიგრანტი…შეიძლება კალთაში გიჯდეს შენი პირმშო და იქ მოაკითხოს ულმობელმა წამმა, მაგრამ ოჯახის და შვილების კეთილდღეობისათვის სამშობლოდან საზრვარგარეთ გადახვეწილი დედებისთვის ეს ტკივილი სხვა განზომილებაშია და სხვა საზომით იზომება… ქართველ ემიგრანტს ქ.ლ. ფატის ღმერთს ვთხოვთ, მოგმადლოს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ჭირთა თმენა, შენი ერთადერთი შვილის ნიკას სულის საოხად და დაუმკვიდროს სასუფეველი მას იქ, სადაც მართალნი განისვენებენ… კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, ” შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ” )
((((((((ემიგრანტი დედა მოგიკვდეს დედის ერთა შვილო…ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოხლოს… მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო”
🥺🥺😥😭😭😥💔🥺🥺😥😭
დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო….)))))))))” – წერს შოთო სიხარულიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *