დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმძიმეს ავარიაში დაღუპულები ვალერი და თამუნა ფრიდონაშვილები არაინ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.
წყარო: resonancedaily.com