მუსიკისთვისაც ხშირად იცლის.
“როცა ჩადიხარ მეგაპოლისში, დიდ და უცხო ქალაქში, სადაც არავინ გყავს, არავის იცნობ, ენაც დიდად არ იცი, რა თქმა უნდა, რთულია და თავიდან გიჭირს ყველაფერთან შეგუება. აქ უფრო სითბოა, ოჯახი აქეთ გყავს, მეგობრები და ქართული რეალობა ბევრად სხვაა. ნოსტალგია გეუფლება, მაგრამ, როდესაც ძლიერი ხარ შინაგანად, ფსიქოლოგიურად და მიზნები გაქვს, ყველაფერს მიაღწევ.
მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი და ბევრი რამ მესწავლა. როცა უცხო ქვეყანაში ადგილს იმკვიდრებ, მერე უკვე ადვილია შენს ქვეყანაში დაბრუნება და იმ გამოცდილებით ცხოვრება, რასაც იქ იღებ” – ამბობდა ნინი ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში.
ნინი წლების განმავლობაში ერთადერთი შვილისგან შორს ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ კი მან მოახერხა, რომ მარიამი ამერიკაში წაეყვანა და ცხოვრება ერთად გაეგრძელებინათ. ამ სიხარულს, სამწუხაროდ, თან დიდი მწუხარებაც ახლდა. ნინიმ 2020 წელს ორივე მშობელი დაკარგა.
დღეს ნინი აქტიურად აგრძელებს კარიერას, იღებს არაერთ კონკურსში მონაწილეობას და ქართველ გულშემატკივარს კვლავ ხშირად ახარებს საკუთარი წარმატებით.