– თქვენი ვაჟი რას საქმიანობს?
– მევიოლინეა ჩემი შვილი. 3 წლიდან მარტო ვზრდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ მშობლები, ჩემი ძმა, რძალი, ნათესავები, ახლობლები მეხმარებოდნენ.
– შვილის მარტო აღზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ასევე ფინანსები სწავლისთვის, როგორ შეძელით ეს ყველაფერი?
– ჩემმა შვილმა ჯერ ქუთაისში ჩააბარა და უფასოზე მოხვდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გადმოვიდა, რის გამოც დაფინანსება გაუნახევრდა. აქ დაგვჭირდა ბინის დაქირავება, ჭამაც ხომ იყო საჭირო, ამიტომ ოქროები გავყიდე, რომელსაც 19 წელი ვუნახავდი და სწავლის საფასური ასე გადავიხადე. შემდეგ ისევ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, ხელახლა მოიპოვა გრანტი და მოხვდა უფასოზე. ამის შემდეგ გამოცდებით მოხვდა დანიის სამეფო აკადემიაში, დანიიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოვიდა, მაგისტრატურაზე ჩააბარა და ბუდაპეშტში მიიწვიეს გაცვლითი პროგრამით ლისტის სამეფო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ახალგაზრდულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ხელფასი 450 ლარი ქონდა, ამ თანხით ოჯახის რჩენა, ბინის ქირის გადახდა და თბილისში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ იანვარში სამსახური დატოვა და ახლა უმუშევარია.
ქუთაისში დაბრუნებას მისთვის ახლა აზრი არ აქვს, დაცარიელებულია ქალაქი, ზოგი ემიგრაციაში წავიდა და არაფერი ხდება.
– თქვენ არ გიფიქრიათ ემიგრაციაში წასვლაზე?
– ბოლომდე მოვითმინე ყველაფერი და ჩემი შვილი არ მივატოვე. ვამბობდი ბავშვს მამა არ ყავს და მეც თუ განზე გავდექი ვინ იცის რა გაიზრდება-მეთქი. მე ის არ მივატოვე და გავზარდე ისეთი როგორიც ეკადრება მზია გეწაძეს.