ღია ფერის ულამაზესი და დახვეწილი მაქმანებიანი საცვლები დროთა განმავლობაში ყვითლდება და ვეღარ იცვამთ, მაგრამ იმდენად კომფორტული და სასიამოვნო მოსახმარი იყო, რომ გადაგდება გენანებათ. არ იჩქაროთ თქვენს საყვარელ საცვლებთან განშორება, რადგან არსებობს გამოსავალი. შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებით გაათეთრებთ მათ და დაუბრუნებთ პეწს.
მოცემული პრობლემის გადაჭრას შეძლებთ კუპრის საპნითა და ამიაკის სპირტით. მთავარია, სიზუსტით შეასრულოთ მითითებები.
მათეთრებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა თეთრი ნივთებისა და სპორტული ფეხსაცმლის გასათეთრებლად.
ხელნაკეთი მათეთრებლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კუპრის საპონი 200 გრ
- ამიაკის სპირტი 3 ს. კ.
- მინის ქილა 750 მლ-იანი
- ღრუბელი და რეზინის ხელთათმანი
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- პირველ რიგში, გახეხეთ საპონი.
- გახეხილი საპონი გადაიტანეთ ქილაში და დაასხით ცხელი წყალი. მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
- შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე და დაელოდეთ გაგრილებას.
- თასში ჩაასხით 2 ლ ცხელი წყალი და შეურიეთ 3 ს. კ. საპნიანი ხსნარი.
- შემდეგ თასი გაიტანეთ აივანზე, ჩაიცვით ხელთათმანი და დაამატეთ 3 ს. კ. ამიაკის სპირტი.
- აურიეთ და მომზადებულ ხსნარში 2 საათით ჩაალბეთ თეთრი საცვლები.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ საცვლები გარეცხეთ ღრუბლის (რბილი მხრით) და გაავლეთ გამდინარე წყალში.
- ამიაკისა და კუპრის საპნის სუნის გასაქრობად გამოიყენეთ სურნელოვანი დამარბილებელი. წყალს დაამატეთ ცოტა დამარბილებელი, აურიეთ და რამდენიმე წუთით ჩაალბეთ გაქათათებული საცვლები. გააშრეთ და შედეგით ისიამოვნეთ.
დაიმახსოვრეთ, არ არის რეკომენდებული თეთრი ნივთების გამათბობელზე და მზეზე გაშრობა