15 წლის წინასწარმეტყველმა ინდოეთიდან შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა 2023 წლისთვის 

15 წლის ბიჭი ინდოეთიდან, სახელად აბიგია ანანდი, ცნობილი გახდა თავისი საოცარი ნიჭით – ის ზუსტად წინასწარმეტყველებს მომავალს. კონკრეტულად რა ეხმარება მას, უცნობია. თვითონ ამბობს, რომ ვარსკვლავებს ელაპარაკება.

ანანდმა იუთუბის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო 2023 წლის პროგნოზით, საიდანაც ირკვევა, რომ ეკოლოგიური კატაკლიზმები მალე შეუერთდება პოლიტიკურ და სოციალურ კატაკლიზმებს.

წინასწარმეტყველის აზრით, სწორედ მარსი აშრობს დედამიწას. დასავლეთის ქვეყნები ისტორიაში ყველაზე უარესი პერიოდის წინაშე დგანან: „ვარსკვლავები საუბრობენ უპრეცედენტო სასურსათო კრიზისზე, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს უახლოეს 20 წელიწადში შეექმნებათ“.

ანა

2023 წელს გვალვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას დაატყდება თავს. ბევრ რეგიონში წყალი იქნება ყველაზე ძვირფასი რესურსი.

image

უკვე ცნობილია, რომ კალიფორნიის შტატმა მის სამხრეთ ნაწილში გვალვასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ის შეეხო აშშ-ს უმსხვილეს ქალაქებს, კერძოდ ლოს ანჯელესსა და სან დიეგოს.

ეკოლოგიური კატასტროფის კულმინაცია 2040 წელი იქნება. სწორედ მაშინ მოხდება მარსის და სატურნის შემდეგი ურთიერთქმედება, რის შედეგადაც ეს წელი პლანეტაზე ყველაზე გვალვიანი და უმოსავლო იქნება.

თუმცა, აბიგია განმარტავს, რომ რუსეთი გვალვის კრიზისულ პერიოდს ნაკლებად მტკივნეულად გადაურჩება და ქვეყანაში მარცვლეულის დეფიციტი საერთოდ არ იქნება.

ეკოლოგიური პრობლემების გარდა, მომავალ წელს დაიწყება ანალიზის გლობალური პროცესი – სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი.

„სიყალბე და დეზინფორმაცია – ყველაფერი ზვავივით წამოვა. თუმცა, ხალხი აღმოაჩენს სიმართლეს. ბევრი საზოგადოება, ორგანიზაცია და გაერთიანება შეწყვეტს არსებობას, რადგან ისინი დაარსდა სიცრუეზე. ყველაფერი, რაც უარყოფით და დაბალ ვიბრაციას ასხივებს, თანდათან განადგურდება.“ – განმარტა ანანდიმ.

ნდი გვირჩევს: თუ ეს მოხდება, ჯობია დატოვოთ დიდი ქალაქები და დაიწყოთ საკუთარი პროდუქციის მოყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *