საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში ხილის სახეობებს, რომლის მოსავალიც ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, არ გვაქვს და იმპორტზე შემოდის, საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალუჩის ღირებულებამ. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, სუპერმარკეტებში 1 კგ ალუჩის ფასი 250 ლარს შეადგენს.
გარდა ალუჩისა, მაღალია იმპორტული საზამთროსა და შავი თუთის ფასიც. მაგალითად, 1 კგ შავი თუთა მარკეტებში 40 ლარი ღირს, ხოლო 7-8 კგ-იანი საზამთრო 75 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 1 კგ საზამთროს ფასი 9.4 – 10.7 ლარის ფარგლებში მერყეობს.
წყარო: bpn.ge