გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.
„როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით ,,გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ ,,გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში.
ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.