შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოკლული 33 წლის ქალია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცმა თვითდაზიანება მიიყენა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმარი ბათუმში ცხოვრობს. შემთხვევის დროს შუახევში მიდიოდნენ და გზაში მოკლა“.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.