დიდიხანია ესე არ შემკუმშვია გული ერთი კადრის დანახვით… ფოტო გადაღებულია დილის ექვს საათზე, მეტროს ვაგონში… დეე.. გვაპატიეთ…

ლუკა შონია მეტროს ვაგონში გადაღებულ ძალიან ემოციურ კადრებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს სურათი დილის 6 საათზეა გადაღებული მეტროს ვაგონში სადაც ორმოცივე მგზავრი ქალბატონია. ორმოცივე ნათგანი სამსახურისკენ მიიჩქარის გაყინული სახეებით.

“ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს და უსამართლობას ხომ ვაწყდებით და ცალკეული შემთხვევები ხომ გვიწვრილებს გულს, მაგრამ დიდი ხანია ესე არ შემკუმშვია გული ერთი კადრის დანახვით.

თითქოს ჩვეული ფოტოა მაგრამ ერთ წამში გაჩერდა და ამავდროულად ჩაეტია ყველა ფიქრი და სევდა. ზოგადსაკაცობრიო თუ ზოგადქართული ვინ იცის..?!

ფაქტია რომ ბევრად უფრო ღრმადსაძიებოა ვიდრე ჩვენ ვეძიებთ..

ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით.. არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის.. დედებს და ქალებს რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ, მთელი დღე იდგებიან გარეთ, ღამით კი სახლის საქმეებს დაუბრუნდებიან-

“დიასახლისები”- ამ სიტყვის გადაქართულებული დამახინჯებული ვერსიით…

არც არავის მივმართავ და არც არავის ვსაყვედურობ პირადად, მხოლოდ ერთი მიზნით ვიწერები..

დეეე.. მშობლებო, აღმზრდელებო, გვაპატიეთ.. უბრალოდ გვაპატიეთ- ერთმანეთის ჭამასა და ხოცვაში ვერც კი ვამჩნევთ მთავარს.. ისიც კი ვერ მოვახერხეთ რომ თქვენ მშვიდად გეძინოთ, სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი..

გვაპატიეთ..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *