ზვავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღეს ჩამოწვა. ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი, ბურნებით, ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა. ზვავში 50 წლამდე მამაკაცი მოყვა.”
ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,”- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან წასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.