რა ეღირება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება, ონლაინ ბილეთების გაყიდვა კი 23 მარტს, 12:00 საათიდან დაიწყება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *