9 წლის ებრაელი გოგონა, რომელსაც ისრაელის ქალაქ აშდოდში საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Times of israel ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, აშდოდში საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ, 9 წლის თამარის ოჯახის წევრებმა თავშესაფარში დამალვა მოახერხეს, თუმცა გოგონას მწვავე პანიკური შეტევა დაემართა, რის შედეგადაც, გონება დაკარგა და გული გაუჩერდა.
თამარი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. ექიმებმა მისი პულსის აღდგენა მოახერხეს, თუმცა ბავშვი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი დღეს გარდაიცვალა.