უგემრიელესი წვნიანი.

ინგრედიენტები:

2 ცალი ქათმის ბარძაყები (ძვლის გარეშე)

1 ცალი ქათმის მკერდი5-6 საშუალო ზომის კარტოფილი

2 სტაფილო1 ხახვი

3 კბილი ნიორი

1 სრული სუფრის კოვზი ფქვილი

1.1 ლიტრი ცხელი წყალი

1 ჩაის კოვზი შავი პილპილი

1/2 ჩაის კოვზი ჩილის წიწაკაკურკუმა ჩაის კოვზის წვერითᲛარილი

მომზადება:ჯერ ქათამი დავჭრათ დიდ ნაჭრებად. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვაყაროთ ქათმის ნაჭრები, შევწვათ სანამ ღია ფერის არ გახდება და გადმოვდგათ ტაფიდან. კუბებად დაჭრილი ხახვი ოდნავ შეწვით ზეთის დაუმატებლად. დაამატეთ სტაფილო და კარტოფილი და შეწვით ყველაფერი დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. ახლა ისევ მოათავსეთ ქათამი ტაფაში, მოაყარეთ ფქვილი და აურიეთ. დაამატეთ ცხელი წყალი, გახეხილი ნიორი, მარილი და სანელებლები და ადუღეთ. შემდეგ მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, ოდნავ დახურული სახურავით, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება (10-15 წუთი). ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ოხრახუში. Გემრიელად მიირთვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *