ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გუშინ, 17 მარტს, ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც “ბათუმელები” წერს, ერთი ავარია კლინიკა “მედინასთან” მოხდა, მეორე კი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან.
40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამი შვილი დარჩა.
“მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა. ა” – აცხადებენ კლინიკაში.მეორე პირი კი, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად ღამით დაიღუპა.