რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ალექსანდრე შირვინდტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
ყველას გვახსოვს მსახიობი ფილმში: “ბედის ირონია, ანუ გაამოთ”.
მსახიობ სერგეი გაზაროვის ცნობით, სატირის პრეზიდენტი მოსკოვში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ალექსანდრე შირვინდტმა კარიერა თეატრსა და კინოში 1956 წელს დაიწყო. გარდა სამსახიობო კარიერისა, შირვინდტი ცნობილი იყო თეატრში რეჟისორისა და სცენარისტის საქმიანობითაც.
თეატრსა და კინოში მუშაობის გარდა, შირვინდტი იყო საბჭოთა სატელევიზიო გადაცემის წამყვანი: “დილის ფოსტა”, “ცისფერი შუქი”, “თეატრის მისაღები ოთახი”.
2000 წელს შირვინდტი გახდა მოსკოვის სატირის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2021 წელს იგი ერთხმად აირჩიეს სატირის თეატრის პრეზიდენტად.