იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის, ემიგრანტი შვილი…. 21 წლის გიო ჯანელიძე.
ათენში ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ… დედა-შვილი, ორივე ემიგრაციაში იმყოფებოდა.. მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო გიო.
გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.ცდილობენ, გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი. თამილა მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო… ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ“ – წერს სიხარულიძე.