გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ზალიკო ბერგერმაგაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.„
8 იანვარს რაღაც ტკივილმა დამარტყა და დატრიალდა ყველაფერი. წმინდა მატრონა, მიშველე-მეთქი, დავიძახე და გამიარა. ვიფიქრე, ნაბახუსევი იყო. ავდექი და დავლიე სასმელი. აზრზე მოვედი, ბარზე მქონდა თავი მირტყმული. მივხვდი, რომ ეს ჭვალი არ იყო. თურმე კუჭი გაიხვრიტა და შიდა სისხლდენა მქონდა. მარტო ვიყავი სახლში… ისეთი ტკივილია, ჯოჯოხეთის ტკივილი ალბათ ესაა. ცხოვრებაში სასწრაფო არ გამომიძახებია, ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეძახებინა… დავრეკე მეგობართან… ცალი ფეხით იქით ვიყავი… სასწრაფო საცობის გამო ვერ მოდიოდა… მოწამლული ვეგონე და მეგობრებმა, სანამ სასწრაფო მოვიდა, დამალევინეს ერთი ლიტრი სოდიანი წყალი. ამან, იცით, რა მიქნა? იცით, რა ტკვიილი იყო? ღმერთო, ეს რა ტკივილია-მეთქი. მიხვდნენ, რომ მოწამვლა არ იყო და მანქანით წამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში. შემთხვევით კარგი მორიგე ჯგუფი შემხვდა. ოპერაცია დამჭირდა. მანამდე არაფერი მაწუხებდა…“