ბათუმში, მოულოდნელად გარდაცვლილ სკოლის მოსწავლეს გლოვობენ. არსებული ინფორმაციით, გოგონას თირკმელი გაუჩერდა.
მასწავლებლები, ახლობლები და ნათესავები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ და გოგონას ეთხოვებიან.
„როდესაც შვილი გიკვდება, შენც შინაგანად კვდები და ნადგურდები, ვერაფერ ნუგეშს მოუძებნი ამ ტკივილს… მაგრდები და ქვავდები .. ჩემს მტერსაც არ ვუსურვებ. ღმერთმა ყველას ჯანმრთელები და 100 წელი გიმყოფოთ თქვენი შვილები“
;„ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს… გული გამიქვავდა. რა ვთქვა, აღარ ვიცი… დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. ღმერთო, გააძლებინე მათ მშობლებს. ნათელი და სანთელი ანგელოზო შენს ლამაზ სულს, ანუკი“