ცნობილი ხდება 19 წლის ჯარისკაცის ვინაობა, რომელიც 26 ოქტომბერს, ვაშლიჯვარში, საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს.
ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულას მკვიდრი რეზი ჩხეიძე გახლდათ.
როგორც ახლობლები “მთავარ არხთან” ამბობენ, ბიჭი სავალდებულო სამხედრო სამსახურს ერთ თვეში ასრულებდა. რეზის სამხედრო სამსახურამდე წარმატებული სპორტული კარიერაც ჰქონდა, ის ორგზის იყო კრივში საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში. როგორ ამბობენ, ახალგაზრდის გარდაცვალებამდე გაისმა გასროლა. ნათესავების თქმით, დიდი ალბათობით, მას იარაღი გაუვარდა. მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს. საქმე 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.