ლილოს დასახლებაში მოკლილი 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ამბავი საზოგადოებას დღემდე ახსოვს. მისი ახლობელი ვარაუდობს, რომ ბრალდებული მამაკაცი გოგონას ჯრ კიდევ ესპანეთში ავიწროვებდა.
“ქეთი ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული გოგონა იყო. თუ რამე პრობლემა გქონდა, ეცდებოდა ხასიათის გამოკეთებას, შენს დახმარებას. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. არ არსებობს ადამიანი, ვინც ქეთიზე რაიმე ცუდს იტყვის. ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წაართვეს. ცინდელიანი ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა. ბიჭს უყვარდაო, როგორ უნდა შეჰყვარებოდა, როცა ნათელმირონობაა ამ ოჯახებს შორის. ალბათ, ემუქრებოდა ქეთის. იმანაც იფიქრა, დაველაპარაკები და თავს დამანებებსო და, ალბათ, ამიტომ შეხვდა.
შესაძლებელია ქეთის ესპანეთშიც ავიწროებდა და იფიქრა საქართველოში უსაფრთხოდ ვიქნებიო, მაგრამ ცინდელიანმა აქაც მოაგნო. ნეტავ ეთქვა ვინმესთვის, რომ ავიწროებდა და დაეხმარებოდნენ”, – უთხრა “ამბებს” ქეთი ჯავახიშვილის ახლობელმა.
ლილოს დასახლებაში მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. მოკლული 22 წლის ქეთი ჯავახიშვილია.
ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა.მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.