მსახიობ შორენა ბეგაშვილს და ერთი შვილი ევა ბარბაქაძე ჰყავს. პოპულარული მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოს აქვეყნებს და ევა ბარბაქაძეს სთხოვს – ჯერჯერობით შვილზე არ იფიქროს.როგორც ჩანს, შორენა ამაზე მისმა ასტროლოგიურმა პროგნოზმა დააფიქრა, სადაც ასტროლოგები კირჩხიბს ამ დღეს ქორწინებას ან შვილიშვილს უწინასწარმეტყველებენ
20 წლის ევა ბარბაქაძე სტუდენტია. როგორც ჩანს, შორენა მისთვის ოჯახის შექმნას და, მით უმეტეს, შვილს ნაადრევად მიიჩნევს.ევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ 2016 წლის 26 მარტს მოექცა, როდესაც საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მაგრამ მას გაუმართლა, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც უბედურებას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.წყარო: digest.pia.ge/