ღალატი ტრადიციულად უფრო მამაკაცთა “პრეროგატივად “ითვლება, მაგრამ ბოლო დროის დემოკრატიულ-ფემინისტურ-ლიბერალურ -გენდერულ პროპაგანდის ფონზე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთის ღალატი უცხო ხილი არ არის. Huffingtonpost-მა გამოაქვეყნა ქალების მონათხრობი, თუ რამ აიძულათ ქმრისთვის ეღალატათ.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
რითი ჰგავს ერთმანეთს ღალატი და ალკოჰოლი? რა ზიანი შეიძლება მოიტანოს უსაფუძვლო ეჭვიანობამ?? და შეიძლება ღალატს სარგებელი მოჰქონდეს?
კრისტა:
შეცდომა დავუშვი როცა მასზე გავთხოვდი – უბრალოდ იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილი იყო და უფრო კომფორტული. სამწუხაროდ, პრობლემები დაიწყო ბავშვის გაჩენის შემდეგ. შემდეგ შევხვდი შესაფერის მამაკაცს, მრავალი წლის განმავლობაში ვმალავდი ამას, რომ ოჯახი არ დამენგრია.
ღალატის მთავარი მიზეზი იყო: ქმრის მხრიდან სრული უყურადღებობა . არაფერს მოგილოცავდა, დაბადების დღესაც კი, არც საჩუქრები. აღარ მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. შვილის დაბადებამდე, კვირაში ერთხელ გვქონდა სექსი, შემდეგ კი – ორ თვეში ერთხელ, და ბოლოს – წელიწადში ერთხელ. ძნელია შეიყვარო მეუღლე, რომელიც მხოლოდ მეზობელი და პარტნიორი ხდება ბავშვის აღზრდაში.
ლინდსი:
ქმარს ვუღალატე იმიტომ, რომ თავად მღალატობდა. ასე, სამწუხაროდ ყველაფერი ბანალურად მოხდა. 6 წელი ვიცხოვრე იმ კაცთან, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ სულ ქალებში დადიოდა, ამომეწურა მოთმინება. ვუღალატე იმიტომ, რომ მქონდა მანიაკალური სურვილი, მიმეღო ის სიყვარული და ყურადღება, რომელიც მეუღლეზე ფუჭად გავანიავე. სასოწარკვეთილს მინდოდა იმ ნაპერწკლის დაბრუნება, რომლის გაღვივებასაც უშედეგოდ ვცდილობდი მეუღლეში. ვუღალატე ჩემი სკოლის დროინდელ სიყვარულთან- იმიტომ, რომ გაბოროტებული და განაწყენებული ვიყავი, მინდოდა, ჩემს ქმარს ეგრძნო იგივე ტკივილი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში მაყენებდა და არც ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას. იმიტომ ვუღალატე, რომ აღარავის ვუყვარდი და ვიმედოვნებდი, რომ თუნდაც ვინმე საშუალებას მომცემოდა, მისთვის სასურველი ვყოფილიყავი, მაჩუქებდა პატარა სიყვარულს მაინც და დამეხმარებოდა ყველაფერი დამეწყო თავიდან.
სარა კორნელი:”ეს იგივეა, რაც ბოთლი ღვინო ჩაცალო”დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც ღალატობს, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი ღამით იყოს, ამის იმიტომ აკეთებენ, რომ ეძებენ ისეთ რამეს, რაც მათ ფუნდამენტურად აკლიათ ურთიერთობაში.ჩემს შემთხვევაში, ღალატი არ იყო გააზრებული, დაგეგმილი მოქმედება. არა მგონია, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და გავიფიქრე: “ეი, მოდი, ინტრიგას დავაბრზიალებ”. ეს უბრალოდ მოხდა – დეტალებით ახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტულ სიტუაციაში, ძალიან რთულია. ჩვეულებრივი პროფესიონალური ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ კი ფლირტი, ჩნდება მიზიდულობა, ხდება ღალატი და ყველაფერი სინანულით სრულდება.
მელისა:”დღემდე ვნანობ”
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეიძლება არც კი იფიქროთ ღალატზე, მაგრამ ეს შეიძლება წარმოიშვას თავისით – როდესაც სახლში ერთი მხრივ რთული ვითარებაა და მეორე მხარეს მამაკაცთან უწყინარი მეგობრობაა.11 წელია დაქორწინებული ვარ. აქედან 7 წელიწადი მე ვიყავი 4 კაციანი ოჯახის მთავარი მარჩენალი. ერთ-ერთ კურსებზე სიარულის დროს გავიცანი კაცი – შემდეგ იყო 8 თვის განმავლობაში შიში, ეჭვი, ოჯახის ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ყველაფერიიმის წარმოდგენა, რომ როგორმე ღალატამდე ჩვენი ქორწინება გადამერჩინა. ღალატიდან 3 თვე გავიდა – ისე ვიყავი გამოფიტული, რომ ქმარი მივატოვე, მიუხედავად იმისა, რომ მან ღალატი მაპატია.ერთი თვის შემდეგ, მუდმივი შეხვედრები მქონდა იმ კაცთან, ვისთანაც ვუღალატე და ქმარს განქორწინება მოვთხოვე.დღემდე მაინც ძალიან ვდარდობ ამ ნაბიჯს. მე ის ღალატის გამო არ მივატოვე, მაგრამ მაინტერესებს – ეს კავშირი რომ არ მომხდარიყო მივხვდებოდი თუ რა უბედური ვიყავი ქორწინებაში? მაინც მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ ვიცი, რომ ის არასდროს შეიცვლება, ასე რომ, ქორწინება ვეღარ გაგრძელდებოდა.
სიუზანი:“ვნახე ისეთი, რომელმაც სასწაული მომიწყო საწოლში”
ჩემი ქორწინება 10 წელი გაგრძელდა. ის ჩემით იყო უკმაყოფილო, მე კი მისით ვიყავი უკმაყოფილო . საწოლში, ყველაფერი ჯარის სავარჯიშოს ჰგავდა – მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და ვამბობდი, რომ ის შესანიშნავია.ჩემს სურვილებზე უნდა მეთქვა რამე? რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის უნდა ენდოთ თქვენს პარტნიორს, არა და ჩვენ შორის ნდობა არ აღმოჩნდა საკმარისი. ის, როგორც ჩანს, პათოლოგიურად არ ენდობოდა ქალებს თუ ჩვეულებრივზე მეტად დავაგვიანებდი, იწყებოდა დაკითხვები. ვგრძნობდი, თითქოს წინასწარ მადანაშაულებდა ღალატში. ჩემს დაქალებთან ვხუმრობდი, იმდენჯედ დამდო ბრალი ღალატში, შეიძლება მართლა ვუღალატო-მეთქი.ბოლოს ყველაფრის მწვავე ნაკლებობას განვიცდიდი: კეთილგანწყობას, კომუნიკაციას, მოწყალებას, ლტოლვას და ა.შ.აქტიურად ვეძებდი ადამიანს, ვისაც შეეძლო ამ ხარვეზების შევსება. ვიპოვე ადამიანი, რომელმაც საწოლში ნამდვილი ზეიმი მომიწყო. წლები გავიდა მას შემდეგ, როდესაც ვიღაცის მიმართ ასეთი დონის ლტოლვა ვიგრძენი. საუცხოო გრძნობა იყო. ვიგრძენი, რომ სულიერად არ მომკვდარვარ. შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა განქორწინება. ძნელია სრულად ღალატის გამართლება, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე-ცხელ გულზე ხალხის განსჯა არ შეიძლება- ბოლოს და ბოლოს, შენ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ თავზე და არა იმათ ცხოვრებაზე.