ნაპოლისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“რამდნეიმე თამაშია რაღაც შევამჩნიე და ეს არ მომწონს და მეტიც, მაბნევს კიდეც. კვარაცხელია აღარ აჩენს ძლიერ ხასიათს და მორიდებულად თამაშობს. აღარ მიდის გამწვავებაზე და მუდამ საჯარიმოს მისადგომებთან პასებით გამოირჩევა. სად წავიდა მისი შეუპოვარი და ძლიერი ხასიათი ? მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. ასეთი ევოლუცია შემაშფოთებელია” – ამბობს სალვატორე ბანი.