სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ

ქალის სხეული მამაკაცისთვის დიდი საიდუმლოა. ისინი, იმის მიუხედავად, დაქორწინებულები არიან თუ უცოლოები, ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან ლამაზ ქალებს. მაგრამ რას უყურებენ ქალის სხეულზე პირველ რიგში?

ტანის სიმრგვალეები

თეძოების გარშემოწერილობა და მკერდის ზომა რათქმაუნდა მთავარია, მაგრამ ყველა მამაკაცს თავისი გემოვნება აქვს. ზოგს გამხდარი სუსტი სპორტული გოგონები მოსწონს, ზოგს მკვეთრფიგურიანი ქალები. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – ტანის სიმრგვალეები ძალიან მოსწონთ. სიმრგვალეებთან ერთად მამაკაცებისთვის მთავარი პროპორციებიცაა – მკერდი, წელი, თეძო. ძალიან გამხდარ გოგონებსაც უნდა ჰქონდეთ გამოყვანილი წელი. რაც უფრო ნაკლებია წელის ზომა მკერდსა და თეძოს შორის, მით უფრო სექსუალურია ქალი.

მუცელი

მეორე ადგილზე მიმზიდველობით აღმოჩნდა მუცელი. მუცელზე განლაგებულია ნაზი რბილობი, რომელსაც მამაკაცი ჭკუიდან გადაჰყავს. სპორტულად დაკუნთული მუცელი მამაკაცებს გაცილებით ნაკლებად მოსწონთ. თუ ქალი ბიკინებშია ან “ტოპი” მაისური აცვია, მამრების მზერა მისი მუცლისკენ აუცილებლად იქნება მიმართული. არანაკლებმნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ქალის ჭიპი. ის შეიძლება არ მოსწონდეთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩაღრმავებული და ოდნავ მაღლა აწეული ჭიპი უმრავლესობის ყურადღებას იქცევს.

თეძო

შემდეგი მამაკაცის თვალთახედვის არეალიდან მოდის თეძო. ამას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სიმართლეზე მეტად მითი უფროა. საქმე კი ისევ სიმრგვალეებშია, რამდენად რბილია, როგორი ფორმა აქვს და მკვრივია თუ არა კანი. მამაკაცებს ასევე ძალიან მოსწონთ ჩაღრმავებები კუდუსუნთან. სრული აღნაგობის ქალებს ასეთი ჩაღრმავებები პრაქტიკულად არ აქვთ, ხოლო ძალიან გამხდრებს სხვა რელიეფური ხაზების ფონზე საერთოდ არ უჩანთ.

მკერდი

მხოლოდ თეძოსა და მუცლის შემდეგ მამაკაცები მკერდს ამჩნევენ. ქალები ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდია ზომაში მკერდი, მით უფრო მომხიბვლელად გამოიყურებიან, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული არაერთი გამოკითხვის შედეგად შედეგები ოდნავ განსხვავებულია. მამაკაცთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ექვსი ზომის მკერდის ყურება მხოლოდ ვარსკვლავების ფოტოებზე სიამოვნებთ. რეალურ ცხოვრებაში მათ სამი ან ოთხი ზომა მკერდი მოსწონთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იდეალურს ორ ზომას მიიჩნევენ. აქ უფრო მკერდის ფორმა და აწეულობა თამაშობს მთავარ როლს.

ხოლო სახეზე პირველ რიგში ტუჩებს უყურებენ. მათ ოდნავ ამობურცული და ნაზი ტუჩები მოსწონთ. წვრილი ტუჩები ან გამომშრალი კანი კი ხშირად აშინებს მამრობით სქესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *