თამთა გოდუაძე საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია. საქართველო წლების წინ დატოვა და მისი მუსიკალური მოგზაურობა უცხო ქვეყანაში გაგრძელდა. ბერძნული მედია წერს, რომ თამთას ცხოვრება გამორჩეულად საინტეტესოა.
ახლახანს ბერძნული მედიისთვის ჩაწერ ვრცელ ინტერვიუში, მომღერალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა ის, ვინც დღეს არის. თავის რთული ყოველდღიურობაზე საქართველოში, 14 წლის ასაკში ქორწინებაზე და არასრულწლოვან ასაკში შვილის შეძენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რთული გზა გაიარა, დღეს ამაყია წარსულით და იმ ნაბიჯებით, რომელიც სხვა და სხვა დროს გადადგა.
მშობლებზე…
“მამასთან თანაცხოვრება არ მახსენდება, მშობლები განქორწინდნენ და დედასთან ვცხოვრობდი. როდესაც ვიზრდებოდი, ვცდილობდი გამერკვია, მომაყენა თუ არა ტრავმა ამ მოვლენამ, მაგრამ მივხვდი, რომ არც ტრავმირებული ვარ და არც გაბრაზებული. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, დედაჩემს გაუჭირდა, მაგრამ… იყო შემთხვევები, როდესაც სხვა გოგოები ამბობდნენ, „მამა არ მიშვებს,“ მე ამ დროს ვფიქრობდი: „იქნებ გამიმართლა ბოლოს და ბოლოს?“. ბავშვური ფიქრები მქონდა…“ – ამბობს თამთა ინტერვიუს დაწყებისას.
“საბჭოთა კავშირის დშლის დღიდან ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა. დაიხურა ქარხნები, დედაჩემმა დაკარგა სამსახური, როგორც ბევრმა, აღარ გვქონდა ყოველდღიური საჭიროების საგნები, დენი, წყალი, გათბობა, პროდუქტების დეფიციტი იყო, იმპორტი შეწყდა. ჩვენ შევედით პოლიტიკურად და ეკონომიკურად კატასტროფულ ფაზაში. საქმე ადამიანის გადარჩენას ეხებოდა. როდესაც შვილის კვებაზე ფიქრი გიწევს, ძალიან ძნელია. ადმიანები ძალიან შეიცვალნენ. უკან რომ ვიხედები, ბევრი რამ მესმის, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი“, – ჰყვება თამთა.
ქორწინება 14 წლის ასაკში
“წლები გადის, ბევრ რამეს ვასწორებთ ცხოვრებაში… ვხვდები, რომ ის, რაც მოხდა, 14 წლის ასაკში გათხოვება, ცოტა შოკისმომგვრელია და ვინმემ შეიძლება ეს ჩემს მშობლებს, საზოგადოებას, ბევრ რამეს დააბრალოს. მაგრამ ეს ხდებოდა. ჩემს შემთხვევაში ეს ადრე მოხდა, მაგრამ 16-17 წლის ასაკში ეს არ იყო საშინელება, თუ ოჯახები თანახმა იყვნენ… მე არ ვყოფილვარ მოფლირტავე ბავშვი.
ბევრი ბიჭი მეუბნებოდა რომ შევუყვარდი, მე კი გული მტკიოდა, მინდოდა უბრალოდ მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ასე მოხდა ჩემს ყოფილ ქმართანაც. მე 14 წლის ვიყავი, ის 16 წლის. რაღაც მომენტში დედაჩემმა შეამჩნია, რომ ის ჩემს რეპეტიციებზე მოდიოდა, ყველგან დამყვებოდა და უთხრა, ფაქტობრივად, ასე არარ მოქცეულიყო. მან ეს სხვანაირად მიიღო. სახლის გარეთ დამხვდა და მთხოვა, სადმე წავსულიყავი, რომ ორს გველაპარაკა…“
„ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდებოდა. მან წამიყვანა. მინდოდა თუ არა, რომ ეს? ასაკი, ცნობისმოყვარეობა… მანქანაში ძალით არავის ჩავუსვივარ, მაგრამ არც მანქანა გაუჩერებია სალაპარაკოდ. თბილისის გარეთ მისი მეგობრის სახლში წავედით, მერე დაგვიწყეს ძებნა… არჩევანი მქონდა, მაგრამ მზად უნდა ვყოფილიყავი იმის მისაღებად, რაც მოხდა. როდესაც დავბრუნდით, გადავწყვიტე, რომ დაქორწინებული ვიყავი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ექვსი წელი ვიყავი დაოჯახებული.
რამდენიმე თვეში ქალიშვილი შეეძინა
“ანი დაახლოებით ათი თვის შემდეგ გაჩნდა და მე ცხოვრების მეორე ფაზაში შევედი, დედა გავხდი… ღამის სკოლაში შევედი, მეც ანის გვერდით ვიზრდებოდი, თინეიჯერი ვიყავი და ამავდროულად დედა… სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და უცხო ენები ვისწავლე, ბავშვი საბავშვო ბაღში დავტოვე და სკოლაში წავედი…. დედაჩემი ანის დაბადებისთანავე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, რადგან უმუშევარი იყო… დედაც კი არ მყავდა გვერდით. ერთ მომენტში განქორწინება გადავწყვიტე, მაგრამ ძალიან რთული იყო… ჩემს ყოფილ ქმარს არ უნდოდა, რომ დავშორებულიყავით, მაგრამ მე ამას არ შევეგუე. მერე საბერძნეთში გადავწყვიტე ჩამოსვლა… ეს იყო მხოლოდ გაქცევის გზა…“ – აღიარებს ის.
“ანი რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი… ტირილის მიზეზი არ მაქვს. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ცხოვრებისეული მოგზაურობით დღემდე“, – ამბობს ბერძნული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი.
წელს ზევით შიშველი სცენაზე
43 წლის თამთას სტილი ბერძნულ მედიაში ყოველთვის იდეალურად ფასდება. 2023 წლის დეკემბერში მომღერლის წელს ზევით შიშველი ლუქი მაღალი მოდის და ესთეტიკურ აქტად შეაფასეს. წლევანდელი MadWalk-ის შოუ საბერძნეთში ერთ-ერთი პოპულარული სანახაობაა და ტელევიზიით გადის.
“პოპულარული მომღერალი არასოდეს ერიდება თავისი შესრულებით საზოგადოების პროვოცირებას. მან კიდევ ერთხელ გააჩუმა მაყურებელი შთამაგონებელი გამოსვლით, რომელიც შესანიშნავად აერთიანებდა მუსიკას მოდასთან.
შოკისმომგვრელი აქსესუარებით და ქანდაკებისთვის შესაფერისი კაბით, მომღერლის გარეგნობამ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე“ – წერდა ბერძნული მედია.