ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაჭრეს ქუთაისის საკრებულოს წევრია. ზაქრო მამასახლისი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. მეზობელი კი, რომელმაც დეპუტატს და მეზობელს დანა დაარტყა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა დეპუტატის სასტუმროს მიმდებარედ მოხდა.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს