18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე გამოდგა. UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს.
ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.
თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის კი 50 000 დოლარიც დაემატა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი მიიღო