იტალიაში, ქალაქ რომში, ორი დღის წინ, ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ეს, 40 წლის ეკა ბუნტურია, რომელიც ემიგრაციაში დაახლოებით 10 წლის წინ წავიდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ქალის ცხედარს ოჯახი, საკონსულოს დახმარებით, საქართველოში გადაასვენებს.
“ვერ ვიჯერებ რომ გარდაიცვალე, ძალიან მატკინე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული”;
“როცა სიტყვები უძლურია, მომენატრები დეგრადიულო”;
“მენატრებით,ვიცი ახლა გცივათ.მიწის სუნით გაჟღენთილიკიდურები გტკივათ” – წერენ გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში.