თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. მათი ცნობით, დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
“გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად” – ნათქვამია ინფორმაციაში.