ვგრძნობდი, სიკვდილი ახლოსაა, მეგონა, მე ვკვდებოდი, თურმე შვილი აღარ მყავს და მიმალავენ…”- დედის უცნაური წინათგრძნობა

ვგრძნობდი, რომ სიკვდილი ახლოს იყო. მაგრამ მეგონა, მე ვკვდებოდი. განსაცდელი თან დამყვებოდა.მეგობრებთან ვხუმრობდი, მალე მოვკვდები-მეთქი. „ფეისბუქზე“ დავდე ჩემი უცნაური შავი ფოტოები, სახლიდან წავედი და ღამე ტყეში გავათენე… 24 საათში ჩემი შვილიც გარდაიცვალა. იმ ღამეს ხილვა მქონდა, სიკვდილი დამესიზმრა.

გომბორისკენ გავქანდი. მინდოდა ღამის ტყეში გათენება. ექსტრემალი ვარ, ლაშქრობების მოყვარული. ვიფიქრე, ღამე ტყეში განვმარტოვდები, დავფიქრდები, დილა რომ გათენდება, ეკლესიაში შევალ და მამაოს დაველაპარაკები,რატომ მგონია,სიკვდილი დამყვება-მეთქი…

ხესთან ჩამოვჯექი. ალბათ ჩამეძინა…12 ივლისის ღამე იყო, ცხელოდა, მაგრამ ყინვისგან გავითოშე. დამეუფლა შეგრძნება, რომ სული ამომდის. ბოლოს ჩემს თავს ზემოდან ვხედავდი…

ამ დროს ცაზე ვხედავ სამ ნახევრად გამჭირვალე სუბსტანციას. ვიგრძენი, თითქოს რომელიღაც ანგელოზმა ხელში ამიყვანა და ძალიან გავთბი… ეს სამეული თითქოს მაჩვენებდა, რომ ჯოჯოხეთი კუპრი და ცეცხლი კი არ არის, არამედ, აქ დედამიწაზე გავდივართ ჩვენ-ჩვენს წილ ჯოჯოხეთს…

დილას ცუდად გავხდი, ხუთვები დამეწყო, შეტევები, პანიკური შიში…კლინიკაში გამოკვლევისთვის დავწექი.მეგონა, გავგიჟდი… დასამშვიდებელ წამლებს მიკეთებდნენ, ამან სულ ამშალა… ჰალუცინაციები დამეწყო. ამ დროს თურმე სანდრო აღარ მყავს, მაგრამ მაშინვე არ მითხრეს. სანამ ამერიკიდან ჩამოასვენეს, მთელი ის პერიოდი არ გამაგებინეს..

შვილებს მინდა, მივმართო – თავებს გაუფრთხილდით, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებს ნუ დახოცავთ! იცოდეთ,როცა თქვენ კვდებით, ჩვენც მაშინვე ცოცხლად ვიხოცებით, რაც ფიზიკურად სიკვდილზე უარესია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *