დეკანოზი ილია ჭიღლაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მოულოდნელად გარდაიცვალა დიდებული ქართველი, საქართველოს მთის და ბარის საუკეთესო მცოდნე მოლაშქრე, ბრწყინვალე პიროვნება, პატრიოტი კაცი, საქართველოს ბუნების და ძეგლების ბრწყინვალე ფოტოგრაფი, ჩუმი და თავმდაბალი ნიკო ჯავახიშვილი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ – წერს ფეისბუკზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე.„შევიხედე მის კედელზე და ასობით ადამიანის სამძიმარი იდება, თან უმეტესად ახალგაზრდების! ნიკომ ხომ მათ სამშობლო და მოლაშქრეობა განუზომლად შეაყვარა! სიკეთით და სამართლიანობით სავსე იყო ეს კაცი და მისი დაკარგვა საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მორიგი ჯგუფური ლაშქრობა და მარადიულ ლაშქრობას შეუერთდა უცებ, უსამართლოა ხშირად ეს წუთისოფელი საუკუნო ხსოვნა იყოს თქვენი, ბატონო ნიკო! ბოლო წლებში საგულდაგულოდ დაიარეთ ვერის და კუკიის მე-19-20 საუკუნეების ათასობით საფლავი და ფოტოებზე ასახეთ და ამით დიდი საქმე გააკეთეთ, მაგრამ თქვენთვის საფლავი ჯერ ძალიან ადრე იყო“ – წერს ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *