შვიდმა ეგვიპტელმა მიგრანტმა 13 წლის იტალიელი გოგონა ჯგუფურად გააუპატიურა. შემზარავი ინციდენტი ორშაბათს, ბელინის მუნიციპალურ ბაღში მოხდა.ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონას და მის მეგობარ ბიჭს შვიდი უცხოელი მიუახლოვდა. ბიჭი თავდამსხმელებმა სცემეს, ხოლო გოგო გააუპატიურეს. ბავშვების ყვირილის მიუხედავად, მათ დასახმარებლად არავინ მისულა.პოლიციამ ეჭვმიტანილები მალე დააკავა. იტალიური გაზეთის Il Giornale-ის ცნობით, ისინი 15-18 წლამდე თინეიჯერები არიან, ყველა მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. დაკავების შემდეგ სამი ეჭვმიტანილი კატანიას პიაცა-ლანცას ციხეში გადაიყვანეს, ერთი შინაპატიმრობაში დატოვეს და სამი მიგრანტების მიმღებ ცენტრში დააბრუნეს.მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და დაზარალებულ გოგონას სოლიდარობა გამოუცხადა: “ქვეყანა სამართლიანობას აღასრულებს” – თქვა მან.ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, მოძალადეებისა და პედოფილების ქიმიური კასტრაციას, ასევე არალეგალური ემიგრანტების დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვს.”არ მელაპარაკოთ “ტოლერანტობაზე“ ან “შეცდომებზე“. ასეთი მოძალადეების შეწყალება არ შეიძლება, მხოლოდ ერთი გამოსავალი მიმაჩნია სწორად: ქიმიური კასტრაცია. მე იმედი მაქვს ლიგის მიერ წამოყენებული წინადადება კენჭისყრაზე რაც შეიძლება მალე განიხილება“, – განაცხადა მან…წყარო
Related Posts
ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს პირდაპირ ეთერში ინტიმური კავშირი დაამყარა
- tony
- იანვარი 16, 2024
- 0
დანიაში, ადგილობრივი რადიო ჟურნალისტს ლუიზა ფიშერს(Louise Fischer)ეთერში ყოფნის დროს სექსი ჰქონდა თავის ინტერვუერთან. კორესპონდენტი ინტერვიუს […]
მეზობელმა დანა გამოიტანა და საკრებულოს დეპუტატს გამეტებით ჩაარტყა – გაირკვა ვინ დაჭრეს და რის გამო მოხდა სისხლიანი დაპირისპირება
- tony
- თებერვალი 23, 2024
- 0
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაჭრეს ქუთაისის საკრებულოს წევრია. ზაქრო მამასახლისი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების […]
ცნობილი კალათბურთელი გარდაიცვალა
- tony
- ოქტომბერი 4, 2024
- 0
ლეგენდარული კონგოელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი დიკემბე მუტომბო 58 წლისა გარდაიცვალა. BBC-ს ცნობით, მას თავის ტვინის […]