რუსთავში სროლა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ, პირად შურისძიებას უკავშირდება. ამის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. დაკავებული კაცი ამავე ბაზრობაზე აგრო-სექციაში მუშაობდა.როგორც ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა არამხოლოდ სამიზნეს, რომელიც ბრალდებულის ბიძაა, არამედ ახლოს მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც. დაღუპულია ასევე ტაქსის მძღოლი, რომელიც ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.ცნობისთვის, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილია.დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
Related Posts
ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ჯგუფ iron maiden-ის მომღერალი, პოლ დი ანო 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსმა ჯგუფთან ერთად ორი ალბომი […]
ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბიშვილის სასამართლო გაიმართა – როგორ დასრულდა პროცესი?
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილისთვის, მოკლული მეუღლის ნათესავები უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ. ისინი […]
სამარცხვინოები ესენი, კამერები უნდა ნახონ და გაიგონ ვინ გააკეთა – რა ხდება თემქაზე, ახლადგახსნილ ტყე-პარკში
- tony
- ოქტომბერი 22, 2024
- 0
ზღვის უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ახალი რეკრეაციული სივრცით სარგებლობა 20 ოქტომბრიდან შეუძლიათ. თემქის ხევის პარკის რეაბილიტაციისთვის […]