მორიელი
შეხვედრები და მოლაპარაკებები დაუკავშირდება მომავალ საქმეებს. იზრუნეთ იმიჯზე და ეცადეთ მუდამ ფორმაში იყოთ, რათა დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ გარშემომყოფებზე. პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები კი თქვენს ცხოვრებას მეტად რომანტიკულს გახდის.
მშვილდოსანი
მოერიდეთ უტაქტობას. ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის, ან ახალი საქმის მოძიებაში. ოჯახს მეტი მზრუნველობა დასჭირდება. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობასა და ჭირვეულობაზე.
თხის რქა
მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა და გაუმჯობესდება განწყობა, რაც ხელს შეუწყობს პირად და პროფესიულ საქმიანობას. გამყარდება მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა. მოგზაურობა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაივლის, ოღონდ ერიდეთ ექსტრემალურ დასვენებასა და სიტუაციებს.
მერწყული
სასიცოცხლო ენერგია დაქვეითებულია. მოერიდეთ ემოციურობას და ურთიერთობებში აკონტროლეთ ყველა სიტყვა. შესაძლოა ჰორიზონტზე ახალი ადამიანიც გამოჩნდეს, რომლის მიმართ დიდი და სტაბილური გრძნობა გაგიჩნდებათ. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისთვის.
თევზები
გაიზრდება ამტანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. თქვენი პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. დიდი ჩანაფიქრების ხორცშესხმის და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა, ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.