ძველი და ჩამჯდარი ლაქების ამოყვანის საოცარი  მეთოდი  

თითოეულ ოჯახში მოიძებნება თეთრი ან ღია ფერის პირსახოცები (და არა მარტო პირსახოცები). ყველამ ისიც იცით, რომ ძალიან სწრაფად ისვრებიან და ზოგჯერ ისეთი ლაქებიც უჩნდებათ, რომლებიც რეცხვის ჩვეულებრივი მეთოდით არ ამოდიან. ამიტომ, ასეთი ჭუჭყის მოშორებაში დაგვეხმარება ერთი ასეთი ხალხური მეთოდი.

იმისათვის, რომ ცხიმის ლაქები და ჭუჭყი მოვაშოროთ პირსახოცებს, საჭიროა გვქონდეს შემდეგი კომპონენტები:

… სარეცხის ფხვნილი ნახევარი ჭიქა;

… მზესუმზირის ზეთი ორი სუფრის კოვზი;

… მათეთრებელი ფხვნილი ორი სუფრის კოვზი;

… საშუალო ზომის წყლიანი ჭურჭელი (ლითონის).

შევუდგეთ რეცხვას და გათეთრებას:

ვადუღებთ წყალს.

image

ადუღებულ წყალში ვასხავთ ზეთს, ვყრით მათეთრებლის და სარეცხის ფხვნილს.

image
image

ვურევთ, წყალში მათ საბოლოო გახსნამდე.

შემდეგ ხსნარში ვდებთ ჭუჭყიან სარეცხს, ვთიშავთ ცეცხლს, ვაფარებთ სახურავს და ვტოვებთ წყლის სრულ გაცივებამდე.

image

შემდეგ ვიღებთ სარეცხს და ვავლებთ ცივ წყალში. უმჯობესია ის დავტოვოთ წყალში 2-3 საათით.

image

შედეგი უბრალოდ გასაოცარია!

image

ეს მეთოდი ისეთ ლაქებსაც კი აშორებს, რომლებიც დიდი ხნისაა და ჩამჯდარია ქსოვილში.გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო ინფორმაცია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *