იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – სუდარა, რომელიც “ტურინის სუდარის” სახელით არის ცნობილი. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამ სუდარაში გაახვიეს მცხოვარი გარდაცვალების შემდეგ. კვლევები დღემდე მიმდინარეობს.
გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად სუდარა ინახებოდა წმინდა პეტრე მოციქულთან, შემდგომში კი გადაეცემოდა მოციქულებს. ქრისტიანების დევნის პერიოდში სუდარას მალავდნენ, რადგან ებრაელები და რომაელები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანული რელიკვიები. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. V ს. სუდარა გადაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში ქ. ვლახერნში. ხატთმებრძოლთა რეაქციის პერიოდში სუდარაიერუსალიმში გადაიტანეს. შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე. სუდარა სურნელოვან არომატს გამოსცემდა. მოშორებიდან სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება მამაკაცის სხეულს ჩამოჰგავდა, ახლოდან კი ეს ეფექტი იკარგებოდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ, სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წ.). სუდარა ჯერ ინახებოდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შემდგომში კი გადაიტანეს იტალიაში, ქ. ტურინის საკათედრო ტაძარში, სადაც ის დღემდე ინახება.
უფრო ვრცლად ტურინის სუდარის შესახებ სიუჟეტიდან შეიტყობთ: