პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის. თეონა ქუმსიაშვილს, რომელიც შვილებთან ერთად ავარიის შედეგად დაიღუპა, დღეს 40 წელი შეუსრულდებოდა.
„ერთი სურვილი მაქვს, არცერთ ადამიანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ უთქვენოდ. სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა. ვეღარაფერი გაანათებს და გაასხივოსნებს ამ ნაწილს…. მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი…. დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო…. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ… ჩემო ჩასულო მზეებო ,“ – წერს დაიაური.