საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„2024 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის (ანჩისხატის) ტაძრის ყოფილი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი).

არქიმანდრიტი ნიკოლოზი დაიკრძალება შაბათს, 2024 წლის 27 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ ნიკოლოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი ნიკოლოზი“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *