ბევრ კულტურასა და რელიგიაში წითელ ძაფს ძლიერ ძალას მიაწერენ. უძველესი დროიდან ეს სიმბოლო ითვლებოდა თილისმად, რომელიც ადამიანს იცავს უარყოფითი ენერგიისგან.
რატომ შალის ძაფი?
ახსნა საკმაოდ მარტივია: შალის ძაფი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ, აუმჯობესებს ადამიანის სისხლის მიმოქცევას. მაჯაზე ტარებით ვაჩქარებთ ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას და ასევე ვიხსნით მყესების სხვადასხვა ანთებებსა და ტკივილებს.
მიუხედავად იმისა, რომ მატყლის ჯადოსნური თვისებების შესახებ ბევრი საინტერესო ლეგენდა არსებობს, აქ საქმე მხოლოდ მის სამკურნალო თვისებებშია. შალის ძაფის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე აიხსნება. საქმე იმაშია, რომ მატყლი სტატიკური ელექტროენერგიის ცნობილი წყაროა. მეცნიერება ადასტურებს თეორიას, რომ მატყლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის კანთან შეხებით…
წითელი ძაფი განსაკუთრებულ როლს თამაშობს მისტიკური სწავლებაში, სახელად „კაბალა“, რომლის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა 21-ე საუკუნის დასაწყისში.
ეზოტერიკოსების თქმით, ძაფის კანთან შეხებით, ადამიანი ეხება სულს, გასკვნის დროს კი დაშვებულია სურვილის ჩაფიქრება. ადამიანი, რომელიც მაჯაზე წითელ ძაფს მიიმაგრებს, სამყაროს ნათელ ფერებში ხედავს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებს. ყოველთვის, როცა მაჯას დახედავთ გაგახსენდებათ ოცნებები, რაც მაშინ ჩაიფიქრეთ და წინსვლის ძალას მოგცემთ. არასდროს შეწყვეტთ მიზნისკენ სწრაფვას. აუხდენელი ოცნებების დროსაც კი, გრძნობთ ძალას, რომელიც მისგან მოდის და გზას გინათებთ.
რაც შეეხება კაბალას, აქ ითვლება, რომ ნეგატიური ენერგია ადამიანში შემოდის მარცხენა ხელიდან ( ზოგადად მარცხენა მხარე არის მიმღები და მარჯვენა გამცემი), ამიტომ კონკრეტულად წითელი ძაფი, რომელიც ასე ”მოდაში” შემოვიდა ბოლო წლებია უნდა ატაროთ მარცხენა ხელზე.
კაბალაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძაფი შეიბათ წმინდა ადგილას, აუცილებლად სხვა უნდა დაგეხმაროთ ამაში და არა თავად. ეს სხვა უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ენდობით და რომელსაც გულით უნდა თქვენთვის კარგი. სხვა შემთხვევაში ამ ძაფით დაცვის პრინციპი არ იმუშავებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლოცვა , ჩათქმა, დამუხტვა ამ თილისმის, რომლისთვისაც სპეციალური ლოცვები არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ამ თილისმას ატარებთ თქვენც არ უნდა გქონდეთ ცუდი ფიქრები და აზრები ამ პერიოდში, თორემ მთელი ეს აგრესია და ნეგატივი თავს მოიყრის ამ შალის ძაფში და ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ასე გვეუბნებიან კაბალისტები.
სლავებთან საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ამ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ შეიბათ სამაჯური. აუცილებელია შებმის დროს გააკეთოთ 7 კვანძი, ყოველი კვანძის გაკეთების დროს ითხოვეთ დაცვა სამყაროსგან და ნათლად წარმოიდგინეთ (კონკრეტულად) რა შეიცვლება ამის მერე თქვენს ცხოვრებაში. არ იფიქროთ ცუდზე ამ დროს, განეწყვეთ სიხარულით. სრულად