ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. მსახიობის სიძე, ნიკო ნანიტაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღე-დღეზე პაციენტს გერმანიაში გადაიყვანენ, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.
„გუშინ თვალის გახელის მცდელობა ჰქონდა. კომა ფასდება სკალით, აქამდე, ვთქვათ, 4,5 თუ იყო, ახლა 6-მდე გაიზარდა. მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. ახლა გერმანიაში გადაყვანის საკითხზეა მსჯელობა, სარეაბილიტაციო ცენტრში 10 დღეს დაყოფს. ამის შემდეგ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გვექნება.
მინიმალური, მაგრამ საბედნიეროდ, უკეთესობა არის. ახლა მთავარია, გერმანიაში განაგრძოს მკურნალობა. თვალის გახელის მცდელობა უკვე კარგია, მაგრამ კონკრეტულადაა გამოსაკვლევი, ზუსტად რა არის დაზიანებული“, – ამბობს ნიკო ნანიტაშვილი.