„თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ ესე იგი არ მოვკვდი. ეს რა იყო, ღმერთო…“,- ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, სოციალურ ქსელში წერს და ბოლო რამდენიმე დღე გადატანილ ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.„თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ ესე იგი არ მოვკვდი. ეს რა იყო, ღმერთო…
ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღე. ასეთი საშინელი ვირუსი მართლა არ მქონია.იწყება გულმკერდის სიმძიმით, მერე ხველება და მერე ითიშები უბრალოდ.სიცხე,ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების და სახსრების ტეხვა, ვერ გრძნობ საკუთარ თავს და ასე შემდეგ.
მგონი ვბრუნდები ნელ ნელა… ფრთხილად იყავით, ხალხო. მართლა საშინელებაა.ჯანმრთელობა ყველას“. – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
6t