იტალიაში დააკავეს ქართველი, 32 წლის მამაკაცი, რომელიც იტალიური საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შესაძლოა კავშირში იყოს, პიზაში რამდენიმე დღი წინ მომხდარ მკვლელობასთან.
საქმე ეხბა, 5 იანვარს, ღამით, ქალაქის ცენტრში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობას.
იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე იძებნება კიდევ ერთი ქართველი.
მკვლელობის მიზეზი და გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.